პარლამენტის აპარატში მენტორინგის სისტემა ინერგება

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა და საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე, პარლამენტის თანამშრომლებისთვის მენტორინგის დანერგვასა და განხორციელებაზე ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას, პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე მიესალმა და გერმანელ ექსპერტებს და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ტრენინგის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ წლიდან წლამდე, პარლამენტის მეგობართა წრე იზრდება. აპარატში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით, ახალი პარტნიორები გამოხატავენ მხარდაჭერას იმ მიმართულებების გასაძლიერებელად, რაც საერთო რეფორმებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სამართლებრივი თანამშროლობის გერმანული ფონდს, რომლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა მენტორინგის ტრენინგის ჩატარება. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის სასწავლო ცენტრში მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ, შევიმუშავეთ სტრატეგია და 2019-2020 წლების სამუშაო გეგმა, რათა სასწავლო ცენტრისგან მიღებული სარგებელი თითოეულმა თანამშრომელმა და მთლიანად პარლამენტმა იგრძნოს. ამასთანავე, დავნერგეთ სტაჟირების ახალი სისტემა, რის განსავითარებლად აუცილებელია მენტორინგის სისტემის დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის აპარატში მენტორინგის თემა გაძლიერდეს, უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამ კუთხით, ეს ტრეინინგი, ძალიან ბევრ ინფორმაციას და გამოცდილებას მოგვცემს. მსურს მივესალმო ჩვენს გერმანელ მეგობრებს, ექსპერტებს, რომლებიც ჩამობრძანდნენ იმისთვის რომ ამ ორი დღის განმავლობაში გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მენტორინგის კონცეფციის საკითხზე გამართულ ტრენინგს პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელი და თანამშრომელი ესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო