ვლადიმერ კონსტანტინიდი როს უილსონის განცხადებაზე - მხოლოდ მისასალმებელია, როდესაც ასეთ დონეზე არის დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა

მხოლოდ მისასალმებელია, როდესაც ასეთ დონეზე არის დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებას კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევას ეხება.

მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და მსჯელობა.

„არსებით საკითხს, თვითონ კანონმდებლობაში რა აისახა ან უნდა ასახულიყო, ამ პოლემიკაში ჩვენ ბუნებრივია ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე ვერ შევალთ.

რასაკვირველია, მივესალმებით დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობას ამ საკითხებში. იცით, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, ბორჯომში საკითხის სპეციალური განხილვა ხდება და იქ დიპლომატიური კორპუსიც იღებს მონაწილეობას. მხოლოდ მისასალმებელია, როდესაც ასეთ დონეზე არის ჩართულობა“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

„ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისცეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს