„საქართველოს გენერალთა კლუბი“ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს გენერალთა კლუბი“ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 21 აპრილს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის უთანხმოება საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, საკმაოდ არასასურველ და მთელი საქართველოსთვის მიუღებელ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებმა პროფესიონალიზმი და თავშეკავება გამოიჩინეს.

„საქართველოს გენერალთა კლუბი“ გამოხატავს გულისტკივილს პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის უთანხმოება საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, საკმაოდ არასასურველ და მთელი საქართველოსთვის მიუღებელ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ არასასიამოვნო და ქვეყნისთვის საზიანო ინციდენტის მიმართ, დარწმუნებულნი ვართ, საქართველოში მცხოვრები საღად მოაზროვნე ვერც ერთი მოქალაქე გულგრილი ვერ დარჩება.

შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, არ შეიძლება, არ აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის, მთელი სახელმწიფო აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პროფესიონალიზმთან ერთად, კაცთმოყვარეობა და თავშეკავება გამოიჩინეს, რაც უდაოდ დასაფასებელია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა დადგინდეს და მიღებულ იქნას ყველა შესაბამისი, კანონიერი ზომა, რაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, აგრძნობინებს, რომ ცხოვრობს სამართლებრივ სახელმწიფოში და ნებისმიერი არასამართლებლივი ქმედება არ დარჩება რეაგირების გარეშე! ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ ნებისმიერ პროექტს ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით და მათი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს და როგორ მიუღებლადაც არ უნდა მიიჩნევდეს, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ქვების სროლით საკითხი ვერ გადაიჭრება!

პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში არა ერთმა ვაინახმა გვაჩვენა ქვეყნისათვის თავდადების მაგალითი და ბევრი მათგანის თავგანწირვა, მომავალი თაობებისთვის დღესაც სამაგალითოა! ქისტების ეთნიკური, კულტურული თვითმყოფადობა ოდითგან საქართველოს გაძლიერებისკენ იყო მიმართული და გვჯერა, მომავალშიც ასე იქნება! ვერანაირი დესტრუქციული ძალა ვერ შეძლებს, შუღლი ჩააგდოს ჩვენს შორის, მით უფრო ის, ვისაც ახლა გაახსენდა ჩვენი ქვეყნის ეს ღირსეული მოქალაქეები და თავისი უმისამართო ბოგინით, ცრუ დაპირებებით, არაფრისმთქმელი რიტორიკით ცდილობს, ამ თავისუფალი, დარბაისელი, გონიერი ხალხის ყურადღების მიქცევას! ჩვენსა და ვაინახებს შორის არ არსებობს პრობლემა და გაუგებრობა, რომელსაც მოლაპარაკების გზით ვერ მოვაგვარებთ, რადგან არსებობს ამის ნება!

გვჯერა, ყველაფერი დალაგდება, თავისი სახელი დაერქმევა და ჩვენ ისევ ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს