საკრებულოს, ათასწლეულის გამოწვევის  ფონდი  საქართველოს და სან-დიეგოს უნივერსიტეტ -საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს, ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მოაწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მემორანდუმი მიზნად სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი−საქართველოს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი−საქართველოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამების მონაწილე სტუდენტების მიერ საკრებულოში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლას ისახავს. მისივე თქმით, კადრების მომზადების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმაც ისაუბრა.

„მემორანდუმი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციისთვის სათანადო გარემოს შექმნა“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია სტუდენტების დასაქმებისა და მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.

,,ჩვენ, თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით, შევთავაზებთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჩვენ მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს მიერ ინიცირებულ პროექტებში, გაიარონ სტაჟირება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი თანამედროვე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს დეპუტატები და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა