სამგორში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა. მათი ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „პე ბე“ ასრულებს.

ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკშიც. როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური პანდუსი და შშმ პირთათვის შეიქმნება ადაპტირებული გარემო. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ აწარმოებს.

ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა ასევე, მიმდინარეობს ვარკეთილის II რიგში, N176 საჯარო სკოლის მიმდებარედ, რომელიც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირდება. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოებს, სამგორის გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „პარმა“ აწარმოებს.

სამივე სპორტული მოედანი მაისში გაიხსნება. პროექტების განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 450 000 ლარი დაიხარჯება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა