ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი - „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ჩვენი ქმედება იყო სწორი და ეს დაადასტურა ბევრმა რამემ

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ჩვენი ქმედება იყო სწორი და ეს დაადასტურა ბევრმა რამემ“, - ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვალერიან ხასაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი საჯარო განცხადებაა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.

კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ვალერიან ხასაშვილს კითხვით მიმართა, 11 წლის შემდეგ, როგორ გავიდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური „თიბისი ბანკის“ საქმეზე.

“11 წლის დაგვიანებით „თიბისი ბანკის“ საქმე როგორ აღმოაჩინეთ? რანაირად? მექანიზმი გვითხარით, ვინ მოგიტანათ ეს ინფორმაცია. ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს? თქვენ ხომ სპეცსამსახური არ ხართ, მოსმენების უფლება არ გაქვთ, ხომ? 11 წლის შემდეგ როგორ გახვედით „თიბისი ბანკის“ საქმეზე?“, - მიმართა გოცირიძემ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს.

ვალერიან ხასაშვილმა თავის მხრივ, გოცირიძეს უპასუხა, რომ საკითხზე დეტალურა ვერ ისაუბრებდა, თუმცა მისი თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ქმედება იყო სწორი.

„არსებობს ოფიციალური ნორმები, რის გამოც ამ საკითხს ვერ ჩავუღღმავდებით. ის, რომ ჩვენი ქმედება სწორი იყო, დაადასტურა ბევრმა რამემ, მათ შორის საერთაშორისო აუდიტორებმა,“ - აღნიშნა ხასაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვალერიან ხასაშვილს ისიც ჰკითხა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 11 წლის წინანდელი საქმის შესახებ არ იცოდა, თუ პირიქით, იცოდა და მალავდა, რაზეც ხასაშვილმა უპასუხა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნულ კითხვას ვერ უპასუხებდა.

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის კანონპროექტი განიხილებოდა, რაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროში დაბრუნებას გულისხმობს. კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო