ბიძინა გეგიძე და ზაზა პაპუაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილს შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

შეხვედრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანთა ოჯახებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

ფრაქცია აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივაზე 2018 წლის ივლისიდან მუშაობს. ინიციატივა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის საშემოსავლო გადასახადის მოხსნას წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული შემოსავლის ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯერეს ინიციატივის იმპლემენტაციის პერსპექტივები, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისათვის მიზნობრივი დახმარებებისა და შეღავათების გათვალისწინების შესაძლებლობები დღევანდელი მოცემულობის შესაბამისად.

„ჩვენი ინიციატივაა მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე მდგომი ოჯახების ხელშეწყობა, შშმ პირთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ძალისხმევისა და ინიციატივების მიმართვა ჩვენი ფრაქციისათვის პრიორიტეტულია. რა თქმა, უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის მოსმენა და საუკეთესო გამოსავლის ერთობლივად მოძიება.“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

საუბრის დროს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა სრული ღიაობა და მზადყოფნა ინიციატივაზე ერთობლივი მუშაობის მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს