კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

გრძელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრები ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან. კობა გვენეტაძე, კომერციული ბანკების შემდეგ, დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს. „ეროვნული ბანკის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი შედეგები გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ მონაცემების დინამიკა სებ-ის მოლოდინებთან სრულად შესაბამისია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ეროვნულ ბანკში მუდმივად იმართება, რაც სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას ინფორმაციის მოპოვებით და სტატისტიკური მასალის ანალიზზე დაყრდნობით განაგრძობს, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს განახორციელებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნდება. ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა - დაინერგა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სებ-ის პრეზიდენტმა და მენეჯმენტის სხვა წევრებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა