საქართველო ელჩმა ხორვატიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ (რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) რწმუნებათა სიგელები გადასცა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის მსვლელობის დროს აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზაობას.

ზაალ გოგსაძემ მადლობა გადაუხადა ხორვატიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.

ზაგრებში ვიზიტის ფარგლებში, ზაალ გოგსაძე შეხვდა ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარიო შკუნცას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსა და კონკრეტული მიმართულებებზე.საქართველო ელჩმა ხორვატიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო