პანდა თამაშის წესებს ცვლის

ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას - ამ ლოზუნგით მარკეტინგულ ბაზარზე კრეატიული სააგენტო „პანდა“ შემოდის. კომპანია საკმაოდ თამამ განაცხადს აკეთებს და არსებულ რეალობაში სრულიად ახალი სიტყვის თქმას გვპირდება.

ყველაფერი გაფიქრებიდან იწყება: საკმარისია გონებაში დაუშვა და მორჩა. ცვლილებებისკენ ნაბიჯი უკვე გადადგმულია, შეგიძლია შენს გარშემო არსებული ერთფეროვანი გარემო შეცვალო - ეს „პანდას“ ახალი მიდგომაა, რომლითაც კრეატიული სააგენტო მარკეტინგულ ბაზარზე პოზიციონირებას გეგმავს.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დღევანდელ სამყაროში, როდესაც ადამიანებს ცოტა თავისუფალი დრო რჩებათ, სულ უფრო რთულია ყურადღება მიიქციო მორიგი სტანდარტული სარეკლამო კამპანიით.

დამახასიათებელი ხელწერით „პანდა“ დასამახსოვრებელ პროდუქტს ქმნის, რომელსაც სათქმელი მომხმარებლამდე სწრაფად და მარტივად მიაქვს. კრეატიულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ მასების ფსიქოლოგიას კარგად იცნობენ, რაც კამპანიის დაგეგმვაში განსაკუთრებულად ეხმარებათ.

„პანდა“ კამპანიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და აქტიურ სივრცეს - სოციალურ ქსელს იყენებს. თუმცა, სურვილისამებრ სხვა პლატფორმებსაც და შესაძლებლობებსაც აძლევს დამკვეთებს.

ბაზარზე ახლებური პოზიციონირებით და იმიჯით „პანდა“ აქტუალურობას არ კარგავს და სათქმელს ისევ დახვეწილად და საინტერესოდ გადმოსცემს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა