ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის მცხოვრებლებს მოუწოდებს, ჩამოაყალიბონ უფლებამოსილ პირთა ჯგუფი, რომელთანაც შესაძლებელი იქნება დიალოგის წარმოება ჰესებთან დაკავშირებით

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც მრავალჯერ მითქვია, არასდროს ყოფილა კომუნიკაციის რაიმე პრობლემა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან და დარწმუნებით ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა ხეობის მოსახლეობასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დონეზე, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ შეხვედრები ყოფილა ჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე და იმ საკითხებზეც, რომელიც მათი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას ეხება. ამ შეხვედრებში ჩართულობა იყო არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის - პირადად ჩემი მონაწილეობით, არამედ ცენტრალური მთავრობის არაერთი წარმომადგენელის მხრიდან. დღეს, როცა ჩნდება ასეთი პრეტენზია, რომ თითქოს არსებობდა კომუნიკაციის ნაკლებობა, მე მექნება ასეთი მოწოდება - ჩამოაყალიბონ უფლებამოსილ პირთა ჯგუფი, რამდენიმე ადამიანის შემადგენლობით, ვინც იქნებიან აღჭურვილი უფლებამოსილებით და რომელთანაც შესაძლებელი იქნება დიალოგის წარმოება ჰესებთან დაკავშირებით. ამ ჯგუფს ჰქონდეს ეს უფლებამოსილება, რომ მერე ყოველი ინტერვიუს დროს, კონკრეტული ადამიანები არ გამოვიდნენ და არ თქვან, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვიგია. ინვესტორსაც ფაქტიურად ოჯახი არა აქვს დარჩენილი, რომელთანაც ამ ჰესთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონოდა. არსებობს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ ამ პატარა ჰესის მშენებლობას ბუნებაზე საზიანო ზემოქმედება არ ექნება. არც წყალი დაშრება მდინარეში, მით უმეტეს არ მოხდება ტყის გადახმობა, ან მიწის ფართობების დაზიანება და ა.შ. ამ შიშებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ უფრო მითოლოგიასთან გვაქვს საქმე ვიდრე რაიმე მეცნიერულ ან კონკრეტულ, პრაქტიკულ დასკვნასთან. ხაზგასასმელია, რომ პანკისის მცხოვრებლებთან ამასთან დაკავშირებით, არაერთგზის გაკეთდა განმარტება. მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია და აუცილებელიც არის. თუმცა ვხედავ, რომ ამ დიალოგის ფორმალიზებაა საჭირო, რომ ყოველ ჯერზე არ ხდებოდეს იმის თქმა, რომ მე არაფერი არ გამიგია. იყოს უფლებამოსილ პირთა ჯგუფი, რომელთანაც დიალოგს კონკრეტული შედეგი ექნება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო