ვახტანგ გომელაური  ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილესთან მიგრაციის საკითხებში, საიმონ მორდიუსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო