ივანე მაჭავარიანი - კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან, ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის

კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რატომ წავიდა თანამდებობიდან, ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის, თუ ჩათვლის საჭიროდ და თუ არ ჩათვლის საჭიროდ , როგორც საქართველოში იციან - დადგებიან და იჭორავებენ,-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კომენტირებისას "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი " განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ქობულიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჰქობდა და იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრთან ნათია თურნავასთანაც კომუნიკაცია პროდუქტიული იქნება.

"მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას ბატონი ქობულიას მიმართ. მიმაჩნია, რომ მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. მეტსაც ვიტყვი,მე პატივი მქონდა მასთან ერთად მუშაობის და ეს თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნათია თურნავასთანაც მექნება იგივე დონის პროდუქტიული თანამშრომლობა. შესაბამისად ეს არის ჩემი შეფასება. მისი წასვლის მიზეზებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ბრიფინგზე. თქვენ შეგიძლიათ ხელახლა იხილოთ და მე მგონი საკმაოდ ცხადი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ქობულიამ განცხადება გააკეთა, თუ არ გააკეთა - თვითონ ჩათვლის ალბათ საჭიროდ გააკეთებს თუ არა.",-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად მისაღები იყო გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლა/გაშვების ფორმა, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი ფორმა იყო.

"ადამიანი რომ მიდის თანამადებობიდან, ამის სხვა ფორმა არ არსებობს. კონკრეტული დეტალები თუ რატომ წავიდა ალბათ, გიორგი ქობულია თვითონ იტყვის, თუ ჩათვლის საჭიროდ და თუ არ ჩათვლის საჭიროდ, როგორც საქართველოში იციან - დადგებიან და იჭორავებენ. როგორ შეიძლება სხვა ადამიანებმა-მე ვიქნები თუ სხვა მინისტრი - ახსნას ბატონი ქობულიას მოტივი. ვფიქრობ, რომ თვითონ თუ ჩათვლის საჭიროდ მაშინ სიცხადეს შეიტანს",-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა

რაც შეეხება იმას, იცოდა თუ არა ფინანსთა მინისტრმა ქობულიას წასვლის თაობაზე მიმდინარე პროცესების შესახებ, მაჭავარიანი პასუხობს:"ესეთი პროცესი რამდენად მიმდინარეობდა, მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ".

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს