ივანე მაჭავარიანი - ხორბლის იმპორტის სამანქანო გზით აკრძალვის საკითხზე ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ

ხორბლის იმპორტის სამანქანო გზით აკრძალვის საკითხზე ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ და რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება - შეჩერდება ეს თუ გაუქმდება, იქნება კონსულტაციით ბიზნესთან,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ამიტომ შეჯერებული პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის.

„მე მაშინაც ვთქვი, რომ კონსულტაციებს გავივლიდით, შევჯერდებოდით. მე მგონი, აქ ჩვენ ხელების გადაგრეხვის გზით არ წავალთ და რასაკვირველია, ნებისმიერი გადაწყვეტილება , შეჩერდება ეს თუ გაუქმდება , იქნება კონსულტაციით ბიზნესთან. ზოგადად, პრობლემური იყო და მე მგონი, რჩება პრობლემად, რომ ხორბალი ამ გზით შემოდიოდა და შემოდის. ერთი რომ აქ მარაგები არ ხდებოდა, უსაფრთხოების საკითხები იყო, მონიტორინგი ხარისხი გაცილებით გაძნელებულია და რა ტიპის ხორბალი შემოდის, ესეც პრობლემატურია. ამავდროულდ, იყო ცოტა პოლიტიკური თემაც იმიტომ, რომ ეს 100%-ით გვხდიდა რუსეთზე დამოკიდებულს, თუმცა მანამდე, როცა რკინიგზით და გემით შემოდიოდა, ყაზახეთის წილი იყო 40% თუ არ ვცდები. ეს არგუმენტები რჩება, თუმცა ამავდროულად სოციალური ნაწილიც იყო, რის გამოც კაცმა კინაღამ თავი დაიწვა და მარტო ერთ კაცზე არ იყო, ბევრ ადამიანს ეხებოდა. შესაჯერებელია ეს ამბავი და შევაფასებთ ყველა პოტენციურ გვერდით მოვლენებს“,- განაცხადა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს