ივანე მაჭავარიანი - სასამართლო, როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის,  შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება

სასამართლო, როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„საკუთრების უფლება დარწმუნებული ვარ, რომ ასე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლა. არა მგონია, რომ სასამართლოს რეფორმა და მასთან დაკავშირებული ბოლოდრონდელი თემები უკავშირდებოდეს უსათუოდ საკუთრების უფლებას ან ეკონომიკურ თემებს. სად ვხედავ მე პრობლემებს გეტყვით. ჩვენთან, სასამართლო როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. ამას თავის ახსნაც აქვს. მემგონია, რომ ჩვენ უბრალოდ, გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს. ეს იწვევს რომ საქმეებს ვერ აუდიან. სხვა ნაწილი, რაც იყო პოლიტიკური, რეპუტაციული და ასე შემდეგ, ამაზე ბევრი თქმულა. რომ გითხრათ მე ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ექსპერტი ვარ, მოგატყუებთ. ზოგადად, ის ვიცი რომ სამწუხაროდ, საქმეები იწელება და ეს არის მოსაგვარებელი. ამ მიმართულებით უფრო მეტი დინამიზმი გადამწყვეტია“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრის თქმით, სასამართლოს მიმართა სანდოობა გაზრდილია და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს.

„სანდოობის კუთხით უამრავი სტატისტიკა იყო წარმოდგენილი თუ რამდენად არის გაუმჯობესებული სანდოობა. მე აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ უბრალოდ, მოსამართლეთა კორპუსი არ ჰყოფნის და ვერ აუდის იმ საქმეებს რაც არის. ეს, როგორც მინიმუმ, ზედაპირზე დევს რომ მოსაგვარებელია“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო