საქართველო  სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივას - „დღე ლიფტის გარეშე“ შეუერთდა

საქართველო სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივას - „დღე ლიფტის გარეშე“ შეუერთდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

აღნიშნულ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები უარს ამბობენ ლიფტისა და ესკალატორის გამოყენებაზე და სარგებლობენ კიბეებით.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ინიციატორები იყვნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“. ინიციატივას აქტიურად შეუერთდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

ინიციატივის მიზანია წაახალისოს ფიზიკური აქტივობა. ლიფტის ნაცვლად კიბის გამოყენება არის ერთ-ერთი უმარტივესი გზა იმისთვის, რომ ფიზიკურად უფრო მეტად გავაქტიურდეთ და ვუბიძგოთ ადამიანებს ყოველდღიურობის შეცვლისკენ.

„დღე ლიფტის გარეშე“ 2015 წლიდან აღინიშნება, ხოლო 2019 წელს მსოფლიოს 40 ქვეყანაში აღინიშნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო