ეკა ბესელია მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე - როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება

როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბესელიას თქმით პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა სწორედ ზურაბიშვილის ჩარევისა და კონსულტაციების შემდეგ მოხდა კანონპროექტში ცვლილებების შეტანა.

„როგორც ჩანს, რაღაც პროცესი მიმდინარეობდა, პრეზიდენტის ბრიფინგიდან ყველამ შევიტყვეთ, რომ თუმე შედგა შეხვედრა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ამ თემაზე, ოღონდ ეს არ გასაჯაროვებულა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ჩარევის და კონსულტაციების შედეგად მოხდა იმ ცვლილებების შეტანა, ერთ ნახევარი რეკომენდაციის გაზიარება კანონპროექტში. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული მოსაზრება, როგორც ეს მან თქვა. თუმცა მე მგონია რომ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გუშინდელი მკვეთრად კრიტიკული განცხადება და ევროკავშირის ელჩის ასეთი კრიტიკული განცხადება არის უკვე ცალსახად იმის მთქმელი, რომ ის ილუზია, რომ გაიზიარეს ეს რეკომენდაციები უმრავლესობის წევრებმა, არის ტყუილი. სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს საგარეო მიმართულებით უმრავლესობიდან ვინც მუშაობს, იმ დეპუტატების მოსაზრება, მართლა ფიქრობენ რომ კარგ პროექტს მისცეს ხმა?“- განაცხადა ეკა ბესელიამ.