მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია 25 აპრილს გაიმართება

სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერიაში“, 25 აპრილს, 09:30 საათზე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია გაიმართება.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები წარმოადგენენ ევროკავშირის ტექნიკური დამხარების პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კანონქვემდებარე აქტების პროექტებს შეფუთვის ნარჩენების, ბატარეების, აკუმულატორების, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, საბურავებისა და გამოყენებული ზეთების შესახებ. აგრეთვე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაციას დაესწრება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების და ბიზნეს ასოციაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი.

შეხვედრა ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის ტექნიკური დამხარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით და მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას საქართველოში.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ძალაში შედის 2019 წლის დეკემბრიდან, განსაზღვრავს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას (EPR) სპეციფიკური ნარჩენების მიმართულებით, როგორიც არის: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. ამ მიმართულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს 2017 წლიდან.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ