გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ალექსანდრე წერეთელის, კუპატაძის, ლაზოს, შუშის, ტაძრის, წყალსადენის, დავით სარაჯიშვილის, მონასტრის, გელა ჭედიას და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის და აკაკი ვასაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, იაკობ ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიას, აეროპორტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, ბოცვაძის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შხეფის და მესხის ქუჩების მცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, მახათას მთის, ახუთის, პეტრე ბაგრატიონის, თამარაშენის, ჩეჩელაშვილის, გუმათის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, მნათობის, ხუდადოვის, მახათის და ზეთისხილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა ნუცუბიძის, თამაზ ნადარეიშვილის, კამანის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის და იოველ ჯებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა