გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 აპრილს 10:05-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენეტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, თიანეთის გზატკეცილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

13:30-დან 14:30 საათამდე ელეტრომომარაგება შეეზღუდებათ ქ. მცხეთაში ნარეკვავის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, კახეთის, სამხედროს და მიმდებარე ქუჩებს.

08:00-დან 17:00 საათამდე ელენერგია შეუწყდება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სიონი, მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს