კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს - იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის სასარგებლო იქნება

ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეხვედრას მართავენ.

ორი ქვეყნის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას, რეგიონალური თანამშრომლობისა დ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დარეგულირებას. ის ასევე მიესალმა ფხენიანის ძალისხმევას სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი რუსეთში ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს და საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ თუ როგორ შეგვიძლია კორეის ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაციის მოგვარება. ჩვენ ასევე მივესალმებით თქვენს ძალისხმევას ორ კორეას შორის დიალოგის განვითარების კუთხით და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის ნორმალიზებას.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა სასარგებლო იქნება ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესს იწვევს. იმედი მაქვს, ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად არსებულ სიტუაციას უკეთ შევაფასებთ“, - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვლადივოსტოკში შეხვედრას მართავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა