შალვა შავგულიძე - მოსახლეობას არ აქვს დღევანდელი ხელისუფლების ნდობა და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას

მოსახლეობის განწყობა არის, რომ არ აქვს ნდობა დღევანდელი ხელისუფლების, ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას და ბუნებრივიც არის, ვინაიდან „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებამ სამწუხაროდ არ შეასრულა არც ერთი დანაპირები, - ამის შესახებ ბლოკის „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდაზე, ზუბალაშვილების ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მთაწმინდელებსაც თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ. ზუბალაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა შალვა შავგულიძესთან შეხვედრაზე ავარიული სახლების პრობლემის შესახებაც ისაუბრეს. მათი თქმით, ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობები ჩამონგრევის ზღვარზეა.

როგორც შალვა შავგულიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებები ვერც ერთ სფეროში ვერ შეასრულა და ახლა ცვლილებების დრო მოვიდა.

„შევხვდი ზუბალაშვილების ქუჩის მოსახლეობას. აქ კომპლექსურად დგას პრობლემა ძეგლის სტატუს მინიჭებული სახლების, რომელიც ინგრევა. ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე შეკეთება და გამაგრებაც არ შეუძლიათ, მაშინ როდესაც ცხოვრება სახიფათოა სიცოცხლისათვის. ეს არის ერთ-ერთი სისტემური პრობლემა, რასაც ვისმენ ამომრჩევლისგან.

რა შეხვედრებსაც ვატარებთ, მოსახლეობის განწყობა არის, რომ არ აქვს ნდობა დღევანდელი ხელისუფლების და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას. ბუნებრივიც არის ვინაიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამწუხაროდ არ შეასრულა არც ერთი დანაპირები, არც ქვეყანაში სამართალის მოტანასთან დაკავშირებით, არც ეკონომიკური და ალბათ არაფერთან დაკავშირებით, რის გამოც ჩვენმა საზოგადოებამ ხმას მისცა მას 2012 წელს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე ზუბალაშვილების ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა