პეტრო პოროშენკო - „სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა რუსეთის მცდელობაა, დონბასში სამხედრო ყოფნა გაამართლოს

„სამხრეთ ოსეთის“ და დნესტრისპირეთის სცენარით პასპორტების არაკანონიერი გაცემა წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე სამხედრო ყოფნა გაამართლოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

„ეს რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. ეს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. რუსეთი ამით მინსკის შეთანხმებების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს უგულებელყოფს“, - განაცხადა პეტრო პოროშნკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციამ წითელი ხაზები გადალახა და თავხედურად ძირს უთხრის დონბასში სამშვიდობო პროცესს“.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ, არ დაუშვან ყველაზე ცუდი სცენარი, დაგმონ რუსეთის ხელისუფლების დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებები და გააძლიერონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი“, - დასძინა პეტრო პოროშენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა