მინისტრის მოადგილე - პირები, რომლებსაც პროდუქციის ბაზარზე განთავსება სურთ, ვალდებული იქნებიან, გაერთიანდნენ  ორგანიზაციაში, რომელიც ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ბიზნესი, რომელიც თვითონ მართავს სპეციფიკურ ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებს, 2019 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში უკვე მოქმედი პრინციპი უნდა იყოს,- ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა, რომელიც მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაციას ეხება.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით იმართება.

"ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომ მწარმოებლებმა, იმპორტიორებმა და ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელმა პირებმა თვითონ უზრუნველყონ სპეციფიური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება. აქტიური კონსულტაციები გვქონდა ორი წლის განმავლობაში ბიზნესთან და მათი ჩართულობით შემუშავდა კანონქვემდებარე აქტები, რომელიც შესაბამისობაშია კოდექსთან და ემსახურება მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების დანერგვას ქვეყანაში. ეს პრინციპი აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში, მათ 20-წლიანი გამოცდილება აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა სწორად, იმგვარად, რომ არ დაიკარგოს სიკეთეები, რაც შეიძლება, მეორადი გადამუშავებული ნარჩენისგან იქნას მიღებული", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მანვე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო აქტებში გათვალისწინებულია პრინციპი, რომ პირები, რომლებსაც პროდუქციის ბაზარზე განთავსება სურთ, ვალდებული იქნებიან, გაერთიანდნენ მწარმოებლის ორგანიზაციაში, რომელიც ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს.

„შემუშავებული აქტები შემდეგი მიმართულებისაა: ხმარებიდან ამოღებული საბურავები, გამოყენებული ზეთები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები, ბატარეები და აკუმულატორები და მუყაოს, ხის, საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ჩართულები იქნებიან უშუალოდ კერძო კომპანიები და სწორედ ამას გულისხმობს თავად სახელწოდებაც - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ბიზნესია, რომელიც თვითონ მართავს სპეციფიკურ ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს პრინციპი 2019 წლის დეკემბრიდან უკვე უნდა იყოს მოქმედი პრინციპი ქვეყანაში. ამასთან გადასახადების გაზრდა კავშირში არ არის, თუმცა გაეკვეული ინვესტიცია ბიზნესს დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი სწორად განახორციელოს. საკანონმდებლო აქტებში გათვალისწინებულია პრინციპი, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც თავისი პროდუქციის ბაზარზე განთავსების სურვილი აქვს, ვალდებული იქნება, გაერთიანდეს მწარმოებლის ორგანიზაციაში, რომელიც შემდეგ პასუხისმგებელი იქნება სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებაზე", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა