„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი სოფელ როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“. „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მმართველი გუნდის წევრებმა - რატი იონათამიშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს და ადგილობრივებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„თქვენი ხმა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ გიორგი გოგლიჩიძის გამარჯვებაში, რომელიც არის სამართლიანობის, პრინციპულობის, ბრძოლის, ვაჟკაცობის, უკეთესი ზესტაფონის გარანტია. მას შეუძლია ყველაზე ახლოს იყოს ხალხთან და თქვენთან ერთად ის ძალიან ბევრ რამის გაკეთებას შეძლებს“, - მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. მათ შორისაა, გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი, რომელიც დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ზესტაფონის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე წლიდან დაიწყება.

გაზიფიცირებასთან ერთად, სოფელ ცხენთაროში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სასოფლო გზის აღდგენა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა