ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, უდოს კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე 11 აპრილს იმსჯელა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა. უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის ბოლოს ეწურებოდა.

იხილეთ ვიდეო: ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს