ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია და ლელა ქებურია აცხადებენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს და „ოცნების" ხაფანგიდან გამოვიდნენ“

„ევროპული საქართველოს" წევრებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება დეპუტატებმა საპენსიო სააგენტოს ოფისში გააკეთეს.

როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, ისინი არ ენდობიან აღნიშნულ სისტემას და ამიტომ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს და სქემა დატოვეს.

„ივანიშვილის მთავრობა თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მათაც, ვისაც ყველაზე უფრო დაბალი ხელფასი აქვს და უჭირს ჯიბეში უყოფს ხელს და ართმევს თანხას, რომელსაც შემდეგ დიდი ალბაობით გაფლანგავს. ეს ე.წ. საპენსიო რეფორმა არის თანხების ამოღება ძალით ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის ფაქტორი, რომელიც ამცირებს სამუშაო ადგილების შექმნის შანსს, ამცირებს შემოსავლებს, ანელებს ეკონომიკურ ზრდას, ზრდის საგადასახადო წნეხს, ყველანაირი მავნებლობაა. ამიტომ, მე ვიყენებ ჩემს შესაძლებლობას რომ ჩემი ფული მე თვითონ განვკარგო. სამწუხაროა, რომ ასეთი ხრიკი გამოიყენა ივანიშვილის მთავრობამ. მოქალაქეების ნაწილმა არც იცის, რომ სქემიდან გასვლა შეუძლიათ 40 წლიდან. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უნდა ჩატარდეს რეალური რეფორმა, სადაც ადამიანებს ექნებათ არჩევანი სად წაიღონ ფული“,- განაცხადა ბოკერიამ.

როგორც აღნიშულის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ის ვერ ანდობს ფულს "ისეთ კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც "ქართული ოცნებაა".

"იდეალური მთავრობაც რომ იყოს, თვითონ ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ "ევროპული საქართველოს" მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს, რომ საპენსიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე "ქართული ოცნების" ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ 40 წელს ქვემოთ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ",- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო