ოთარ კახიძე - ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის თეა წულუკიანს ექვემდებარება

ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ექვემდებარება პრაქტიკულად იუსტიციის მინისტრს წულუკიანს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ივანე მერაბიშვილისთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლომაც კი გააუქმა მერაბიშვილზე გაცემული უარი და დაავალა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოეცა, იუსტიციის სამინისტრო, მაინც ხელმძღვანელობს პოლიტიკური შეხედულებებით და ივანე მერაბიშვილს დაუსაბუთებლად და ყოველგვარი რეალური არგუმენტის გარეშე უხანგრძლივებს პატიმრობას. ივნისში, სტრასბურგში იქნება მინისტრთა კომიტეტის სხდომა და ვნახოთ, ევროსაბჭოს როგორი რეაქცია ექნება“, - განაცხადა კახიძემ.

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, უდოს კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე 11 აპრილს იმსჯელა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო