ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატს ალექსანდრე გლუშკოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 100 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა

ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატს ალექსანდრე გლუშკოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 100 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ძმები - ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ, საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

რაც შეეხება ვლადიმერ გლუშკოვს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლაზე სასამართლო რამდენიმე წუთში იმსჯელებს.

ძმები გლუშკოვები რუსეთში თაღლითობასა და კორუფციაში არიან ბრალდებულები.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში ალექსანდრე გლუშკოვმა თავისი ძმის შუამავლობით სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელისგან მიიღო ქრთამი ექვსი მილიონი რუბლის ოდენობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის სანაცვლოდ. ამას გარდა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა სხვა პირებთან ერთად ავტოსადგურის კომპლექსის რეკონსტრუქციის საბაბით აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენობა ააშენეს.

ძმები გლუშკოვები საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო