ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებასა და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრაზე რეკომენდაციები საკანონმდებლო პროექტში ასახულია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებას და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრას შეეხებოდა, საკანონმდებლო პროექტში ასახულია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალახო დამცველის აპარატის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის მთავარი თემა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებია, რომელიც პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის ეტაპზეა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პირადად მისი პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესება მიზანშეწონილი იყო, მაგრამ რაკი განსხვავებული პოზიცია გამოხატეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ვენეციის კომისიამ, მათი რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება, ის კონკურსში ვერც ერთ ეტაპზე ვერ მიიღებს მონაწილეობას და ყველა პროცედურიდან გამორიცხული იქნება.

რაც შეეხება რეკომენდაციას, რომელიც უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის ნაწილის 2020 წლის შემდგომ დაკომპლექტებას ეხება, ამასთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ წინასწარ გაწერილი არ არის თუ რამდენ მოსამართლეს დაამტკიცებს პარლამენტი.

„თუკი კარგი კანდიდატები იქნება წარმოდგენილი, შერჩევის პროცესს ვერ ჩავკეტავთ, მაგრამ ვუშვებ იმასაც, რომ უზენაესი სასამართლოში არსებული ვაკანსიების სრულად დაკომპლექტება რთული იქნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა