დეპუტატებისა და არასამთავრობოების შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, ის შეხვედრას ესწრებოდა, რათა მოესმინა სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით და არა ანრი ოხანაშვილის მონოლოგისთვის.

"მე აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია და აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად. მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა და მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი. იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და ამ ფონზე იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია. ის, რომ ამხელა მონოლოგს ვისმენ ოხანაშვილისას, რომ რა საუკეთესო კანონპროექტი მოამზადეს და ამით თურმე აღფრთოვანებულია ყველა და ბედნიერია იმით, რომ ამაში ჩართული ჰყავდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ. უხერხულია, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი - მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა