გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული და ყოველწლიურად მზარდია, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა.

მან ისაუბრა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევით, პრობლემას გავრცელების ახალი მასშტაბები აღარ მიუღია, თუმცა მასთან ბრძოლაში ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების აქტიური ჩართვა უმნიშვნელოვანესია.

"2016 წლიდან სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო ძალისხმევით ძალიან რთული იქნება იმ გამოწვევასთან გამკლავება, რასაც ჰქვია ინვაზიური მწერის შემოტევა ქვეყანაში. ფერმერები და ისინი, ვინც დაკავშირებულნი არიან სოფლის მეურნეობის დარგთან, პროცესებს აქტიური თანამონაწილენი უნდა იყვნენ. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილი და დამტკიცებულია და ყოველწლიურად იზრდება მანამ, სანამ არ მოხდება სრული კონტროლი მწერის გამრავლებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩვენი აქტიური ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოში ფაროსანა ფაქტობრივად "ჩაიკეტა" და გავრცელების ახალი მასშტაბები არ მიუღია. თუმცა, ეს ჩვენთვის საკმარისი შედეგი არ არის და ვცდილობთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და თხილში იმ ხარისხობრივი მაჩვენებლების მიღწევას, რაც იყო ფაროსანას შემოსვლამდე საქართველოში. როდესაც ფაროსანასთან ბრძოლის კამპანია კონტროლში სრულყოფილად მოექცევა და ფერმერებიც აქტიურად ჩაერთვებიან, სახელმწიფოს წილი და მათ შორის, საბიუჯეტო ხარჯი ეტაპობრივად შემცირდება", - აღნიშნა წილოსანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია