ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს კიდევ ერთ წევრს სასამართლომ პატიმრობა 100 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა

საერთაშორისო ძებნაში მყოფ ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატს ვლადიმირ გლუშკოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 100 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ვლადიმირ გლუშკოვის ძმას, საკრებულოს დეპუტატს ალექსანდრე გლუშკოვს სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ასევე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

როგორც გლუშკოვების ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, დაკავებულ ძმებს 9-თვიანი საექსტრადიციო ვადა 1 კვირაში ეწურებოდათ, რის გამოც პროკურატურამ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

„ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვებს 9-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. მათ საპატიმრო ვადა ორჯერ გაუგრძელდათ და 9 თვემდე მივედით. ალექსანდრეს 4 მაისს, ვლადიმირს 2 მაისს, საექსტრადიციო ვადა ეწურებოდათ. ამიტომ ბრალდების მხარე შუამდგომლობით თვითონ შემოვიდა აღკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. 10 დღის წინ, სასამართლოს მე თვითონ შევთავაზე 200 000-ლარიანი გირაო. თუმცა, აღკვეთი არ შეეცვალათ. მათი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი საერთოდ არ იყო, ისინი დღემდე იბრძვიან საქართველოში თავშესაფრის მოპოვებისთვის. შესაბამისად, არსად მიმალვას აპირებენ", - აცხადებს აფციაური.

ადვოკატის განმარტებით, დაკავების შემდეგ ძმებ გლუშკოვებს სხვადასხვა უწყების თანამშრომლები დახმარების სანაცვლოდ ფულს სძალავდნენ. აფციაურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან ადვოკატი ირაკლი გაფრინდაშვილი და სუს-ის თანამშრომელი ოთარ გაბუნია.

გადასცემს, თუ არა საქართველო ძმებ გლუშკოვებს რუსეთის ფედერაციას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აფციაურის განცხადებით, საბოლოო ჯამში იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს.

„მათი საქმე რომ წაიკითხოთ, კლასიკური ნიმუშია პოლიტიკური ნიშნით დევნის. რაც შეეხება ექსტრადირებას, ეს უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. თავშესაფრის საკითხი კი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ვიდრე ეს არ დასრულდება, იქამდე მათი ექსტრადირება ვერ მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას თეა წულუკიანი იღებს", - განაცხადა აფციაურმა.

ძმები - ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ, საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

ძმები გლუშკოვები რუსეთში თაღლითობასა და კორუფციაში არიან ბრალდებულები.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში ალექსანდრე გლუშკოვმა თავისი ძმის შუამავლობით სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელისგან მიიღო ქრთამი ექვსი მილიონი რუბლის ოდენობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის სანაცვლოდ. ამას გარდა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა სხვა პირებთან ერთად ავტოსადგურის კომპლექსის რეკონსტრუქციის საბაბით აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენობა ააშენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო