„მართლმსაჯულება გადასარჩენია“ - ამ სლოგანით პარლამენტთან იურისტები საპროტესტო აქციას მართავენ

„მართლმსაჯულება გადასარჩენია“ - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტთან იურისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციაზე იმყოფებიან ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, უზენაესის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანაშემწე კახა წიქარიშვილი, იურისტი კახა კოჟორიძე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა იურისტები.

მათი განცხადებით, სასამართლო სისტემას უნდა მოშორდეს ე.წ. კლანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება.

როგორც ჟურნალისტებს იურისტმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, პარლამენტი მესამე მოსმენით აპირებს მიიღოს კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობას ვერ უზრუნველყოფს.

„ოთხი თვის წინ, როდესაც ვიხილეთ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი კანდიდატები, თუ როგორ სამარცხვინოდ დაასახელა იუსტიციის საბჭომ, მაშინ დაიწყო კანონპროექტზე საუბარი, როგორც ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალზე. მაშინდელი განწყობა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსების მაძლევდა იმის თქმის საფუძველს, რაც მაშინ ვთქვი, რომ კანონპროექტი, რომელსაც აანონსებდნენ, შეასრულებდა იმ ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქციას, რომელიც ლამაზად შეფუთავდა იმას, რაც საქართველოში არავის მოსწონს. გამართლდა ჩემი სიტყვები. დღეს პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც იქნება „კლანის" პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება.

სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მთავარი მოთხოვნა არის ის, რაც აქამდე იყო - „კლანი" უნდა გადადგეს. „კლანის" გადადგომის გარეშე არანაირ კანონპროექტს, თუნდაც რომ იდეალური იყოს და ვენეციის კომისიის ასპროცენტიანი რეკომენდაციების გათვალისწინებაც რომ მოხდეს, ამ შემთხვევაშიც არ ეშველება სასამართლო სისტემას. უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენთან კანონში კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ "კლანშია". განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო