ნინო თანდილაშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია“ დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

როგორც“ ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული რეფორმირების პროცესში მხარდაჭერისთვის.

„მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რაც რთული იქნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების გარეშე. ჩვენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. შესაბამისად, თვალსაჩინოა პროგრესიც და ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა კონსორციუმის (ესპანეთი - გარემოსა და სივრცითი დაგეგმვის გალიციის რეგიონული სამინისტრო - CMAOT, ნიდერლანდები - ინფრასტრუქტურისა და გარემოს სამინისტრო, ჰოლანდიური ცოდნის ცენტრი - Infomil, ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტო- CENIA) და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა