არჩილ თალაკვაძე - ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ

ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმი ხელისუფლებისა და საზოგადოების საერთო მიღწევაა, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

„უვიზო რეჟიმი იმიტომ მივიღეთ, რომ რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებული იყო, წარმატებით განხორციელდა. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ევროპაში მიემგზავრება, რეალურად თავის ქვეყანას წარმოადგენს და ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ, ამ შესაძლებლობას გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა ამავე თემაზე ოპოზიციის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ევროპასთან უვიზო მიმოსვლისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს.

„ოპოზიციის კომენტარები მოვისმინე და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს უპასუხისმგებლო კომენტარები და პოლიტიკური სპეკულაციაა იმიტომ, რომ გვახსოვს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა" თავიდანვე ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც ჩვენ წარმატებით შევასრულეთ უვიზო მიმოსვლის გეგმა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. ისინი მას შემდეგ ცდილობენ, რომ რამენაირად ჩრდილი მიაყენონ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღწევას. რაც შეეხება პრობლემებს, ევროკავშირთან ამ საკითხზე ჩვენ არაერთი დიალოგი გვქონდა ყველა უწყების დონეზე. საზოგადოებამ კარგად იცის, ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის. ეს უკანონო მიგრაციააა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რომ ის წესები და შეთანხმება დავიცვათ, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს