სახალხო დამცველის მოადგილე - ვენეციის კომისიას არასდროს ჰქონია რეკომენდაცია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ფარულობა კარგია

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ვენეციის კომისიას არასდროს ჰქონია რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ფარულობა კარგია.

როგორც ბურჯანაძემ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების საპასუხოდ განმარტა, თავის დროზე ვენეციის კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრების ფარული კენჭისყრით არჩევა და ასევე სასამართლოს თავმჯდომარეების ფარული კენჭისყრით დანიშვნა, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ თავად იუსტიციის საბჭოში ფარული კენჭისყრის პროცესი კარგია.

როგორც ცნობილია, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მიიღებს.

მმართველმა გუნდმა, ღია კენჭისყრის ამოქმედებაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ამ კონტექსტში აქცენტი კომისიის 2013 წლის რეკომენდაციებზე გააკეთა.

ამასთან, როგორც პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, ღია კენჭისყრა საბჭოს წევრების დაცულობას ვერ უზრუნველყოფს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა