მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა.

მდინარაძემ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მისამართით აღნიშნა, თუ რატომ არ ჰქონდათ მათ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეებს ყოველგვარი კრიტერიუმებისა და წესის გარეშე არჩევდა.

მამუკა მდინარაძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში პირველად იწერება, თუ როგორი წესითა და კრიტერიუმებით უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამრთლეობის კანდიდატების შერჩევა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო