პარლამენტთან სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით იურისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდნენ

საქართველოს პარლამენტთან სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით იურისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძეც შეუერთდნენ.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სრულად იზიარებს აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნას, რომ სასამართლო სისტემიდან ე.წ. კლანი უნდა წავიდეს და „საერთო სასამართლოების შესახებ" არსებულ კანონპროექტში სრულად მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა. ეკა ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის და პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია იუსტიცის საბჭოს შეცვლა, კარგი კანონის მიღება, კონსტიტუციური ცვლილება და უვადოდ მოსამართლეთა არჩევის შეჩერება.

„ჩვენ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ყველა ერთად ვიბრძოდით სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. რომ გადავხედოთ, ბოლო 15-20 წელი ამ ქვეყანაში სულ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. ყველა ხელისუფლება ცდილობს, სასამართლო თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. მოვედი სოლიდარობისთვის. აქ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლია, რომელთან ერთადაც ქუჩაში წლების განმავლობაში მიბრძოლია სააკაშვილის რეჟიმის დროს“, - განაცხადა ბესელიამ.

აქციაზე იმყოფებიან ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანაშემწე კახა წიქარიშვილი, იურისტი კახა კოჟორიძე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა იურისტები. მათი განცხადებით, სასამართლო სისტემას უნდა მოშორდეს ე.წ. კლანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დამოუკიდებელი ვერ იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს