პარლამენტთან იურისტების მიერ გამართული აქცია დასრულდა

დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნით პარლამენტთან იურისტების მიერ გამართული აქცია დასრულდა.

„მართლმსაჯულება გადასარჩენია" - ამ სლოგანით გამართულ აქციაზე მყოფი იურისტები აცხადებდნენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ. კლანი მართავს, რაც დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ, „კლანი" უნდა წავიდეს. ამასთან, იურისტების განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში სრულად უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების ასახვა.

აღნიშნულ აქციას დღეს, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძეც შეუერთდნენ.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტთან იურისტების აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა