„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - დიდი რიყეთის, რიყეთის, დანისპარაულისა და შუასოფლის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრებზე მოსახლეობამ მერობის კანდიდატს შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მეწყერსაშიშ ზონებში გაბიონების მშენებლობა და სათიბ სავარგულებში გზების მოწესრიგება სთხოვა.

ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივების მოთხოვნებს შეასრულებს.

„გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ თქვენი დღევანდელი მოთხოვნები შესრულდეს. არ ვისაუბრებ იმაზე, რაც აქამდე გაკეთებულა, რადგან ამას ისედაც ხედავთ. ვილაპარაკებ, მხოლოდ იმაზე, რაც ამის შემდგომ გვაქვს მოსაგვარებელი. დაწყებულია გზების კეთილმოწყობა, რაც, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. აგრეთვე ჩვენს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. ეს ადმინისტრაციული ერთეული, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, კურორტ გოდერძისთან ახლოს არის, ამიტომ ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. გპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, ეს ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას, რაც თქვენს ყოფა-ცხოვრებას თავისთავად გააუმჯობესებს“ , - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს