ეკა ბესელია მოსამართლეების არჩევის წესზე ინიცირებული კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ინიცირებული კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს.

კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების საფუძვლად, ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ის გარემოება დაასახელა, რომ მმართველმა გუნდმა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ამასთან დაკავშირებით ბესელიამ ისიც აღნიშნა, რომ კანონპროექტზე კვლავ კრიტიკულია სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის პოზიცია.

ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით იხილავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა