სპეციფიკური ნარჩენების მართვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპით მოხდება

2019 წლის დეკემბრიდან მწარმოებლებს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გაფართოებული ვალდებულება ექნებათ. აღნიშნული ვალდებულების კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია, რომელსაც 150-ზე მეტი პირი ესწრებოდა, მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისთვის მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესებზე ინფორმაციის მიწოდებასა და საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა აუდიტორიას წარუდგინეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავებული კანონქვემდებარე აქტები. აღნიშნული აქტები შეფუთვის ნარჩენებს, ბატარეებს, აკუმულატორებს, ხმარებდან ამოღებულ სატრანსპორტო საშუალებებს, საბურავებსა და გამოყენებულ ზეთებს ეხება. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარადგინეს, ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით გადასადგმელი სამომავლო ნაბიჯები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის განცხადებით, კანონქვემდებარე აქტები 6 მიმართულებით არის შემუშავებული. მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა მათგანის დამუშავება შესაძლებელია იყოს განახლებული წყარო იმისთვის, რომ პოზიტიური შედეგები მიიღოს როგორც ბიზნესმა, ისე სახელმწიფომ.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს სპეციფიკური ნარჩენების იმგვარად შეგროვებას, რომ მწარმოებლებმა, ასევე, იმპორტიორებმა და ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელმა პირებმა თვითონ უზრუნველყონ სპეციფიკური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება. თავისთავად ცხადია, ჩვენ 2 წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაციების გვქონდა ბიზნესთან და მათი ჩართულობით, მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შევიმუშავეთ კანონქვემდებარე აქტები, რომელიც შესაბამისობაშია „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და ემსახურება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვას ქვეყანაში. ეს პრინციპი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში და მათ უკვე 20-წლიანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სწორად მართვა და განსაკუთრებით, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების სწორად შეგროვება. ასევე, როგორ უნდა მოხდეს მათი იმგვარად დამუშავება, რომ არ დაიკარგოს ის სიკეთე, რომელიც შეიძლება, მეორადი გადამუშავებული ნარჩენის შედეგად იყოს მიღებული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში ექსპერტის ხათუნა გოგალაძის განმარტებით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის სისტემა, რომელიც მეწარმეებისგან და არამარტო მათგან მოითხოვს გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას იმ ნარჩენებზე, რომლებიც მათ მიერ წარმოებული პროდუქტიდან წარმოიქმნება.

„ეს არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხელი შეეწყობა ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, მათ გადამუშავებას, რესურსის რესურსად გამოვლენას, ხელახლა გამოყენებას და მათ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, უსაფრთხოდ განთავსებას ნაგავსაყრელებზე. შესაბამისად, ეს არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც კარგად არის აპრობირებული და დანერგილი ევროპის და არამარტო ევროპის ქვეყნებში და ამის საქართველოში დანერგვას 2019 წლიდან დავიწყებთ. დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ საკანონმდებლო აქტების წარმოდგენა, რომელიც შემუშავდა და რომელიც ხელს შეუწყობს იმ გარკვეული ნარჩენების ნაკადების მართვას საქართველოში, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ ექცევა“, - აღნიშნა ექსპერტმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში.

ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით, 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც 1 000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას შეიცავს.

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. ამასთან, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

მეწარმის გაფართოებულ ვალდებულება საქართველოსთვის ახალი კონცეფციაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიმართულებით 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა