ირაკლი კობახიძე ვანო მერაბიშვილზე - ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს - ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში

ე.წ. უდოს კომისიამ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, „უდოს“ კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს.

"უდოს“ კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. შესაბამისად, მათ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი იყოს „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს, ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში,"- აღნიშნა კობახიძემ.

ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, უდოს კომისიამ მერაბიშვილის საქმეზე 11 აპრილს იმსჯელა და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა. უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა