ოთარ კახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტი მურუსიძის ინტერესებს ემსახურება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტი სასამართლო სისტემის განმტკიცების ნაცვლად, მურუსიძის ინტერესებს ემსახურება, - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძის მტკიცებით, მმართველ პარტიას არ გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი და ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„ისინი მხოლოდ ერთი საკითხით არიან დაინტერესებული - უზენაესი სასამართლო გადაუფორმონ „კლანს“, რომელიც მართმსაჯულების სისტემას მართავს“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა