ГРУ-ს ხელმძღვანელი - ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობების გართულებას ცდილობს

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გართულებას ცდილობს, - ამის შესახებ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ГРУ-ს ხელმძღვანელმა ვიცე-ადმირალმა იგორ კოსტიუკოვმა განაცხადა.

„თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად აშშ-მა გეზი აიღო რეგიონში ამერიკის ინტერესების აგრესიულ გატარებაზე. ამას შემდეგი მიზნები აქვს: გაართულოს რუსეთის ურთიერთობები „ბრიქს“-ის და დასავლეთის ქვეყნებთან, ტოტალური კონტროლი დაამყაროს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე“, - განაცხადა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს თავისი დომინირება უზრუნველყოს დინამიურად განვითარებად რეგიონალურ ბაზრებზე და ბუნებრივ რესურსებზე დაუბრკოლებელი წვდომა მიიღოს.

ГРУ-ს ხელმძღვანელმა ვიცე-ადმირალმა იგორ კოსტიუკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ძირითადი კონკურენტების მსოფლიო ბაზრებიდან განდევნა სურს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო