„ნექსია თიეი“ განაგრძობს სტარტაპერების აქტიურ მხარდაჭერას

ქართულ ბაზარზე ყველაზე სწრაფად მზარდმა აუდიტორულმა კომპანია „ნექსია თიეიმ“ Startup Grind Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ აჭარა ჯგუფის გენერალურ დირექტორ ვალერი ჩეხერიასა და 500-მდე დამწყებ სტარტაპს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნექსია თიეიდან“ აცნობეს, საღამოზე „ნექსია თიეი“ დამსწრე აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტი - „ნექსია თიეი სტარტაპერებისთვის“ წარადგინა. კომპანიამ სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა საერთაშორისო სტანდარტის მქონე ბუღალტერიასა და საგადასახადო სერვისებზე განსაკუთრებული ფასებით ესარგებლათ, ხოლო სტარტაპებს, რომლის დამფუძნებლებიც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები არიან კიდევ უფრო მეტი შეღავათი შესთავაზა.

მათივე ინფორმაციით, „ნექსია თიეი“ მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ბიზნესის განვითარებას საქართველოში. კომპანია დამწყები ბიზნესმენების მხარდასაჭერ აქტივობებში მონაწილეობითა და მსგავსი პროექტების ორგანიზებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით ცდილობს ხელი შეუწყოს ახალ ბიზნესებს მეტად ფოკუსირდნენ საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე და ამავდროულად იყვნენ სრულად დაცულები საგადასახადო და საბუღალტრო რისკებისგან.

„ნექსია თიეი“ მოხარულია Start Up Grid-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობით და სამომავლოდაც მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ ნებისმიერ აქტივობას.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ: www.nexia.ge , ხოლო პროექტში ჩასართავად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/tN2N1PJ4fMKYfrZc6 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 225 606 25“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო