სააღდგომოდ თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გავა, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“.

მათივე ინფორმაციით, ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N25 კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან.

„გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, - ნათქვამია აღნიშნულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო