ეროვნული ბანკი - 2019 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

2019 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მარტში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 464.7 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით) და 2019 წლის პირველი აპრილისთვის 39.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო