დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში ყველა ის საკითხია, რა პრობლემებსაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაწყდებით

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციაში საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს მუშაობას, რომ საქართველოს საკითხი არა მარტო ევროპის საბჭოს, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იდგეს.

„კონსოლიდირებულ ანგარიშში ყველა ის საკითხი არის მოცული, რა პრობლემებსაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაწყდებით. მათ შორის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით მიუღებლობაზე. ასევე, არის მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, დაუყოვნებლივ დაუშვას საერთაშორისო თანამეგობრობა და დაუყოვნებლივ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აქვს ნაკისრი საერთაშორისო ნორმებით.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მცდელობებს ამ მიმართულებით, რადგანაც არა მარტო ევროპის საბჭოს დღის წესრიგში, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში იყოს საქართველოს საკითხი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა